04:29 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 18:00:50, 1926 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ და მისი ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს

„როგორც ყველა ვხედავთ, ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად“, - ამის შესახებ ფრაქცია  „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  ცენტრალურ ოფიში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,  გარდა ეთიკისა, ისინი არც კანონმდებლობის უხეშ დარღვევას ერიდებიან“.

„არჩევნების პირველი ტური რუსთავი 2-ის მიერ განხორციელებული რუსული  ტოტალური პროპაგანდის სტილში, ფონზე წარიმართა. შეგახსენებთ, რომ მან პროპაგანდა არც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც უკვე არჩევნების დღე დადგა, საუბარია არჩევნების ღამეზე, 12 საათის შემდეგ, რაც საარჩევნო კოდექსის ნორმების უხეში დარღვევაა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, სურათი არ შეცვლილა არც პირველი ტურის შემდეგ.

„გრძელდება რუსული სტილის ტოტალური პროპაგანდა.  მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტური ჯერ დანიშნული არ არის, რუსთავი 2-მა საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით, უკვე რამდენიმე დღეა განათავსა ნაცმოძრაობის ფასიანი და უფასო სარეკლამო რგოლები თავის ეთერში. მოვუწოდებთ ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიას, რუსთავი 2-ს, ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი და დაიცვას კანონის მოთხოვნები.ჩვენ მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მოვუწოდებთ მათ რეაგირებისკენ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics