|
2018-11-13 20:32:41, 2259 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე - 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უპრეცენდენტოდ გაზრდილია
„2019 წლის ბიუჯეტის პროექტი მთლიანი ასიგნებების უპრეცენდენტო ზრდას, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვან ფინანსურ ხელშეწყობას, კაპიტალური პროექტების, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემების გაზრდილ დაფინანსებას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პარლამენტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს იხილავს. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 12 მილიარდ 997,6 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 538 მილიონი ლარით მეტია. „დაახლოებით, 13-მილიარდიანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.5 მილიარდი ლარი მომავალ წელს მიმართული იქნება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე განათლების სფეროების დაფინანსებაზე, მათი წილი კი ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით, 47%-ს აჭარბებს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2019 წელს 3 მილიარდ 937 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%-ია. აქედან 1 მილიარდ 925 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისთვის, რომელიც მოიცავს 20-ლარიან მატებას. ასევე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 70 მილიონი ლარია გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. 50-ლარიან დახმარებას სახელმწიფოსგან 144 ათასამდე ბავშვი პირველი იანვრიდან მიიღებს. „ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილი ასიგნებები 1 მილიარდ 44,6 მილიონ ლარს აღწევს. მათ შორის, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის 754 მილიონი ლარია განსაზღვრული“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. კომიტეტის თავმჯდომარემ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ სახელმწიფოსგან გაისად ყველაზე დიდ დაფინანსებას - 1 მილიარდ 965 მილიონი ლარს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიიღებს. აქედან 1 მილიარდ 377 მილიონი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება. „2019 წლის ბიუჯეტში გვაქვს ბევრი საინტერესო სიახლე: მაგალითად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომელიც 280 მილიონი ლარით განისაზღვრება. მის ფარგლებში, მთავრობის ინიციატივით, იქმნება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, საიდანაც საქართველოს თითოეული სოფელი მიიღებს ფინანსურ რესურსს გადაუდებელი საჭიროებების დასაფინანსებლად; ასევე, ბიზნესის სტიმულირებისთვის გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარით საგარანტიო ფონდის დაფინანსება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)