07:15 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 13:54:28, 454 ნახვა

საზოგადოება
სამორინე „შანგრი ლა“-ში მეორე მოტოციკლი „ჰარლი დევიდსონი“ გათამაშდა

სამორინეში „შანგრი ლა“ მეორე მოტოციკლი „ჰარლი დევიდსონი“ გათამაშდა.

ღონისძიება  გაიმართა 12 ივნისს, პარასკევს საღამოს  სამორინეს ძირითად დარბაზში  „ბლუზი“-ს სტილში ცოცხალი მუსიკის, მრავალფეროვანი  სასმელებისა და გემრიელი სნეკების თანხლებით. სლოტ-დარბაზის სტუმრებს შესაძლებლობა  ჰქონდათ, თამაშისთვის თვალყური ვიდეო-ტრანსლაციის მეშვეობით ედევნებინათ.

მოტოციკლის „ჰარლი დევიდსონი კასტომ 1200“  ბედნიერი მფლობელი  სამორინეს სლოტ-დარბაზის მოთამაშე გახდა. პრიზის გადაცემისთანავე  გამოცხადდა, რომ  სამორინე ლეგენდარული  ამერიკული მარკის  შემდეგი მოტოციკლის გათამაშებას იწყებს, რომელსაც  კომპლექტში  შეზღუდული სერიით გამოშვებული დისკები მოჰყვება.

 „შანგრი ლა“-ს სლოტ-სერიებში გათამაშებული ყველა  მოტოციკლი შეძენილია ავტორიზებულ დილერებთან  და მათი ჩამოტანა პირდაპირ ამერიკიდან ხდება.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის საკმარისია  ითამაშოთ სამორინე „შანგრი ლა“-ს ავტომატებზე და შეაგროვოთ ლატარეის ბილეთები მოგების, ან 50 ლარზე მეტი თანხის წაგების, და ასევე ბონუსის გათამაშებისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics