|
2018-11-09 21:35:08, 1942 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე, რითაც ძალიან ვამაყობ
მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე, რითაც ძალიან ვამაყობ, - ამის შესახებ მედიასთან საუბრისას პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც თბილისის საკრებულოში დიპლომატიის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველ დიპლომატებთან მუშაობა. "მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე. ეს იყო 2004 წელს, რითაც მე ძალიან ვამაყობ. ეს პირველი ნიშანია საქართველოს დიპლომატიური კორპუსის პროფესიონალიზმის აღიარებისა. მნიშვნლოვანია ის, რომ ქვეყანამ, სახელმწიფომ აღიაროს, თუ რამდენად საჭიროა ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა. მინდა ყველა დიპლომატს მივულოცო ეს დღე და ვუთხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მათთან თანამშრომლობა ჩემთვის, როგორც მომავალი პრეზიდენტისთვის. მინდა გავიხსენო, რომ ამ წელს ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 100 წელს, რაც ამავდროულად დიპლომატიის 100 წელს ნიშნავს. ჩვენ გვყავდა პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი- აკაკი ჩხენკელი და დღეს უნდა გავიხსენოთ ეს დიდი დიპლომატები, რომლებიც ქვეყნის სამსახურში იყვნენ და შეძლეს ის ყველაფერი, რაც დიპლომატიას შეეძლო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)