22:58 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 18:06:33, 2101 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკომ საფრანგეთის მთავრობის მრჩეველს ახალი ინიციატივა გააცნო

„მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გაუჩინოთ მუშაობის დაწყების მოტივაცია, ეს დადებითად აისახება როგორც მოქალაქეებზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე“ - ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველმა, მარისოლ ტურენმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

დავით სერგეენკომ  საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველს მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში, ორი წლის განმავლობაში გარკვეული სახის ბენეფიტები შეუნარჩუნდებათ. 

პროექტის მიხედვით, სოციალურად დაუცველიმოქალაქეები მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ ფულადსოციალურ დახმარებას, მეორე წელს კი შეუნარჩუნდებათ არაფულადი პრივილეგიები, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ.

„ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენიმე წლის წინ მსგავსი პრობლემა საფრანგეთშიც არსებობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეგვენარჩუნებინა იმ ბენეფიტების ნაწილი,  რომლითაც ისინი სარგებლობდნენ. ამ გზით მოქალაქეები უფრო დაცულად გრძონებენ თავს და უჩნდებათ მუშაობის მოტივაცია“,- განაცხადა მარისოლ ტურენმა.

შეხევდრას საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა სოციალური პოლიტიკის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics