|
2018-11-09 11:55:26, 3320 ნახვა
მსოფლიო
ამერიკამ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა
ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო სანქციები კიდევ სამ ფიზიკურ და ცხრა იურიდულ პირს დაუწესა, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასანქციო სიაში არიან უკრაინის მოქალაქეები, უშიშროების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნები ალექსანდრ ბასოვი და ანდრეი სუშკო. ბასოვი ამჟამად ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მოადგილეა, სუშკოს კი, რომელიც მოხსენიებულია რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლად, ბრალად ანექსიის მოწინააღმდეგე ყირიმელი აქტივისტის გატაცება და წამება ედება. სანქციების სიაში რუსეთის სარაკეტო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ვლადიმირ ზარიცკიც მოხვდა. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, სიაში ყირიმის ოთხი სანატორიუმი და სასტუმრო, ოთხი საწარმო და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უშიშროების სამინისტრო მოხვდნენ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონი მოსკოვისგან მხარდაჭერილი ორგანიზაციების წინააღმდეგ ზომების მიღებას განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)