|
2015-06-13 09:21:47, 540 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი კახეთის რეგიონში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი ს ოზარსუბარი, მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები კახეთის რეგიონში განსახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, სოზარ სუბარმა სამინისტროს მიერ, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის, შესყიდული სახლები დაათვალიერა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოზარ სუბარი სიღნაღის რაიონის სოფლებს - ტიბაანსა და ვაქირს, გურჯაანის რაიონის სოფელ - კარდენახს და თელავის რაიონის სოფელ - გულგულას ეწვია. ამასთან, უწყების ინფორმაციით, სამინისტრომ, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის, კახეთის რეგიონში 25 სახლი შეისყიდა, ხოლო 2 სახლი შეძენილ იქნა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში. მხოლოდ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, სტიქიით დაზარელებული ოჯახებისათვის 52 სახლია შესყიდული. გარდა ამისა, 2012 წლიდან დღემდე უსაფრთხო გარემოში განსახლდა 69 ეკომიგრანტი ოჯახი.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)