00:29 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 17:57:14, 1787 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი ლარის კურსზე - ეს გამოწვეულია უპასუხისმგებლო განცხადებებით, ძირითადად ოპოზიციის მხრიდან

„ამ ეტაპზე რაც ხდება ლართან დაკავშირებით, 100%-ით გამოწვეულია იმ პოლიტიკური გარემოთი, რაც დღეს არის შექმნილი“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფინანსთა მინისტრი უარყოფს ოპონენტების ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის გაუფასურებასთან მთავრობას ან ეროვნულ ბანკს აქვს კავშირი.

„გამოწვეულია იმ რიტორიკით, იმ დაძაბულობით, იმ უპასუხისმგებლო განცხადებებითა და აბსოლუტურად ტყუილი განცხადებებით ძირითადად ოპოზიციის მხრიდან, რასაც აჟღერებენ. დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის, ამისთვის არანაირი, აბსოლუტურად არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეულია იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს, როგორც ხედავთ. ოდნავ ვისაც ესმის ეკონომიკა და შერჩენია ნამუსი, იციან, რომ ლარის კურსის ვარდნა არანაირ კავშირში არ არის არც მთავრობის და არც ეროვნული ბანკის ნაბიჯებთან. როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და ამბობენ, რომ  მთვარობის უგუნური პოლიტიკის გამო უფასურდება ლარი, ელემენტარულ არითმეტიკას არ აღიარებენ. ლარი ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება და გაცილებით მალე. მთავარია რამდენად რეზისტენტულია მოსახლეობა ამ ტყუილების მიმართ.  რამდენადაც რეზისტენტულები ვიქნებით ამ სპეკულაციებისა და ტყუილების მიმართ, ზუსტად იმდენად მყარად იქნება ლარი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics