|
2018-11-08 17:11:10, 8408 ნახვა
High - Tech
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პორტრეტი 432 500 დოლარად გაიყიდა
ფრანგი მეცნიერების გუნდმა Obvious, რომელიც სპეციალური გენერატიული ქსელის (GAN) შექმნაზე მუშაობდა, შექმნა ალგორითმი, რომელშიც XIV-XX საუკუნეებში შექმნილი 15 000 პორტრეტზე მეტი ჩატვირთა. ამ გამოსახულებებზე დაყრდნობით ალგორითმმა ახალი პორტრეტების "წერა" დაიწყო. ექსპერიმენტი იმით დასრულდა, რომ პროგრამამ შექმნა კომპოზიტური პორტრეტი , რომელშიც ყველა (15 000) პორტრეტიდან თითო დეტალია გამოყენებული. Obvious-მა ნამუშევარი სახელით “Portrait of Edmond Belamy”, Christie’s აუქციონზე გაიტანა. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ პორტრეტს 7-10 ათას ევროდ გაყიდიან, მაგრამ საბოლოოდ ის ანონიმურმა მყიდველმა 432 500 დოლარად შეიძინა. “Portrait of Edmond Belamy”ალგორითმის მიერ შექმნილი 11 ნამუშევრიდან ერთ-ერთია. დანარჩენებს აქ შეგიძლიათ გაეცნოთ: http://obvious-art.com/index.html
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|







epn.ge (@expressnews.ge)