03:23 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 15:57:19, 1998 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: ივანიშვილის მარცხის შემდეგ, ჩვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ოპონენტები ვიქნებით

ბიძინა ივანიშვილის მარცხის შემდეგ, ჩვენ და "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ოპონენტები ვიქნებით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

ბოკერიამ ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ უჭერს "ევროპული საქართველო" მხარს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს. 

„ევროპულ საქართველოს, "ნაციონალურ მოძრაობას" და მთელ ქართულ საზოგადოებას დღეს ერთი ამოცანა გვაქვს - სალომე ზურაბიშვილის დამარცხება და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად და არჩევნების გზით გაშვება. ამას სჭირდება მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, რასაც საარჩევნო რეფორმა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოყვეს, რათა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს ისეთი ძალაუფლება როგორიც ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას" ვარდების რევოლუციის შემდეგ და მითუმეტეს ივანიშვილს დღეს. ეს თქვა გიგი უგულავამ და ეს პოზიცია არაერთხელ დავიკავეთ საჯაროდაც. ამის შემდგომ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ოპონენტები იქნებიან, ერთმანეთში კონკურენციას და შემდეგ ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში. ეს პოზიცია საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან იყო ცნობილი - ჩვენ კონკურენტები და ოპონენტები ვართ, მაგრამ ეროვნული ამოცანა გვაქვს რომ ივანიშვილის რჩეული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დავამარცხოთ. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამისთვის ვუჭერთ მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics