03:24 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 13:15:00, 2049 ნახვა

კომენტარი
ელიზაბეთ რუდი: აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ადმინისტრაციულ საზღვართან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ახალი ღობის აღმართვას ეხმაურება.

როგორც რუდმა აღნიშნა, აშშ ე.წ. საზღვართან რუსეთის ქმედებებს გმობს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გმობდა და გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ადმინისტრაციულ საზღვართან, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან. აშშ ყოველთვის მოუწოდებდა და მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის შეთანხმების პირობები შეასრულოს, აგრეთვე გაიყვანოს ჯარები ომამდე არსებულ პოზიციაზე, წაიღოს უკან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და ამ რეგიონებს ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის ნება დართოს“,- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ცნობისთვის, სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესის განახლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები შეწყვიტოს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics