|
2018-11-07 19:48:55, 2153 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია 3D ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიის EON Reality - ის მმართველ დირექტორს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, რომელიც სინგაპურში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მსოფლიოში 3D ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიის EON Reality - ის მმართველ დირექტორს შრიდჰარ შანკადს და გაყიდვების დარგში ვიცე-პრეზიდენტს პონტუს აპელქვისტს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა კომპანიის პროექტებზე, რომელიც ვირტუალური და გაფართოებული რეალობის, 3D ტექნოლოგიების გამოყენებით სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაზრდასა და მუშახელის გადამზადებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად ზრდის პერსონალის კვალიფიკაციის ხარისხს და დამსაქმებლის რისკებს მინიმუმადე ამცირებს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი პროექტების საქართველოში განხორციელების შესაძლებლობა. შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კომპანიის შოურუმი დაათვალიერა და ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნო. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი სინგაპურში ირაკლი ასაშვილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)