|
2018-11-07 12:57:32, 1846 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: 7 ნოემბერი სადიზმის სიმბოლოა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ საზოგადოებისადმი ჰქონდა
„7 ნოემბერი არის სადიზმის ერთ-ერთი გამოხატულება, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოებისადმი ჰქონდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, შეცდომები და სასაყვედურო დღევანდელ მთავრობასაც აქვს, თუმცა „ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა. „7 ნოემბერი ჩვენი განვლილი ცხოვრების მხოლოდ ერთი სეგმენტი და ერთი ეპიზოდია. ეს არის სიმბოლო ისევე, როგორც ის ყავარჯნებიანი კაცი იქცა 7 ნოემბრის სიმბოლოდ, თორემ ამის მიღმა უამრავი რამ არის, რაც მათ მიერაა ჩადენილი და გაკეთებული. უამრავი ხალხია გაუბედურებული, რომელთა მძიმე მდგომარეობა დღემდე მემკვიდრეობად მოგვყვება. ეს არის 7 ნოემბერი. რაც შეეხება საყვედურებს, ალბათ არის სასაყვედურო, მაგრამ იმ უშველებელი საქმეების ჩამონათვალსაც გადავხედოთ, რაც ამ ბოლო პერიოდში გაკეთდა. ათეულ ათასობით ადამიანია სიკვდილს გადარჩენილი გინდა სამედიცინო დახმარებით და გინდა თანადგომით, რასაც სხვა სოციალური პროგრამები ჰქვია. თუმცა ეს არ არის საკმარისი. უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)