|
2018-11-06 13:28:51, 1833 ნახვა
კომენტარი
ლაშა თორდია ფარცხალაძეზე - ერთ დღეში ბრალის წაყენება და 5 000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?!
„შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს“, - ასე ეხმაურება აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა თორდია მისი ცემის საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას. „მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას, ნუ ჩემზე თავდასხმა გასაგებია და ბევრს არ ვისაუბრებ. ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?!“, - წერს ლაშა თორდია. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი გუშინ წარედგინა. ადვოკატის ინფორმაციით, მას სსკ-ის 126-ე მუხლს ედავებიან, რაც ცემას გულისხმობს. კერძოდ, ოთარ ფარცხალაძესა და ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირება 2017 წლის 12 მაისს მოხდა, რა დროსაც თორდიამ ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ფარცხალაძის სასამართლო პროცესი გუშინ ბრალის წარდგენის შემდეგ გაიმართა და მას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)