|
2018-11-05 17:06:37, 1726 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე გოცირიძეს: 400-ლარიანი პენსია არის ისეთივე ტყუილი, როგორც ბევრი სხვა, fake ნიუსებს ავრცელებთ
„ფეიკ ნიუსებს ავრცელებთ ამ კამპანიის განმავლობაში, უკვე ორი თვეა, გვესმის თქვენი ტყუილზე აგებული კამპანია“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს. ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენელს, საარჩევნო დაპირებების შესახებ კითხვით მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა, როდის გახდება პენსია 400 ლარი. „ბატონო რომან, მადლობა აღიარებისთვის. 400 ლარიანი პენსია არის ტყუილი, რაც ყველამ ვიცით. ეს იცის პოზიციამ და ოპოზიციამ და დღეს ეს აღიარა რომან გოცირიძემ, რომ 400 ლარიანი პენსია არის ისეთივე ტყუილი, როგორც ბევრი სხვა რამ. ფეიკ ნიუსებს ავრცელებთ ამ კამპანიის განმავლობაში, თვეებია. უკვე ორი თვეა, გვესმის თქვენი ტყუილზე აგებული კამპანია. რა იკადრეთ, წარმოიდგინეთ, რომ კანდიდატს დააბრალეთ, რომ თითქოს მან მეგრელებზე თქვა, რომ არის მოღალატე ხალხი თავისი ბუნებით, კახელებზე თქვა თურმე, რომ შაჰ-აბასის სისხლი ურევიათ და ამიტომ ვერ იტანს - ამაზეა აგებული თქვენი კამპანია. ამაზე შორს თქვენ ვერ წახვედით და ვერც წახვალთ და 400 ლარიანი პენსიაც ამის გაგრძელებაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე შეფასებით, ამ მასშტაბის ტყუილი ადამიანის აზროვნებაზე ძალადობაა. „ტყუილის გარეშე თქვენ არსებობა არ შეგიძლიათ. ესეც არის ძალადობის გამოვლინება. ეს ტყუილი, ამ მასშტაბით, არის ძალადობა ადამიანის აზროვნებაზე. ესეც არის თქვენი ძალადობრივი ბუნების გამოვლინება. ასეთი ტყუილებით თქვენ შორს ვერ წახვალთ. არც რუსი შკლიაროვი, არც რუსული რბილი ძალა ამაში, ბუნებრივია, არ გიშველით“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)