|
2018-11-05 15:47:13, 1601 ნახვა
კომენტარი
კორძაია ივანიშვილის მიმართვაზე: ეს იყო სასოწარკვეთილი და შეშინებული ლიდერის გამოსვლა
„დღევანდელი მისი მოწოდება იყო სასოწარკვეთილი და შეშინებული ლიდერის გამოსვლა“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვაზე საუბრისას განაცხადა. როგორც კორძაიამ აღნიშნა, ივანიშვილმა აქცენტი ისევ წარსულზე გააკეთა, რადგან მომავალს ვერ ხედავს. „ის ისევ აქცენტს აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ წარსულზე, ყველაზე დიდი საშინელება სწორედ ეს არის, რომ ის ვერ ხედავს მომავალს, ის ვერ ხედავს მისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან თანაცხოვრების შესაძლებლობას და წარმოუდგენელია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს მიიღონ მისგან. ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ, ეს არის, რომ „ქართული ოცნების“ ხაზი და რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ორი საქართველო არსებობს, დღეს დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრია“, - განაცხადა თამარ კორძაიამ. ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვა იხილეთ აქ
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)