|
2018-11-05 14:59:09, 1370 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე ივანიშვილს: შეეშვით ხალხის დაშინებას, ქვეყანაში არანაირი დაპირისპირება არ იქნება
„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი დაპირებები, რომელსაც უკვე ფასი არ აქვს საქართველოს არც ერთი მოქალაქისთვის“, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას. მან ივანიშვილს მოუწოდა, ხალხის დაშინება შეწყვიტოს და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არანაირ დაპირისპირებას არ ექნება ადგილი. „ჩვენ მოვისმინეთ არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რაზეც ძალიან მარტივია პასუხი. მას მინდა ვუთხრა, თქვენ მილიონმა ადამიანმა გამოგიცხადათ სრული უნდობლობა. ახლა რაც მოვისმინეთ, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი დაპირებები, რომელსაც უკვე ფასი არ აქვს საქართველოს არც ერთი მოქალაქისთვის. რაც ყველაზე მთავარია, შეეშვით ხალხის დაშინებას. არანაირი დაპირისპირება, არანაირი ანგარიშსწორება არ იქნება ქვეყანაში. ჩვენ ვართ გარანტი იმის, რომ ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე, მშვიდობიანად მოხდება ხელისუფლების ცვლილება ქვეყანაში. ყველა თქვენ ძალადობრივ ფაქტზე, რასაც ახორციელებთ, ჩვენ მშვიდობით გპასუხობთ. მე მინდა მას ვუთხრა, ეს სიტყვა რა შუაშია ახალქალაქში მოწყობილ იმ მართლაც თავპირის მტვრევაზე, რაც ჩვენს აქტივისტებს მოუწყვეთ და შემდეგ იმ რეაგირებაზე, რაც გააკეთა სამართალდამცავმა ორგანოებმა. მშვიდად და წყნარად დავიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს და განვითარების სრულიად ახალ ეტაპს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვა იხილეთ აქ
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)