|
2018-11-05 12:47:31, 1297 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: არ გაბედოთ ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვა, წარმოდგენაც არ გაქვთ, რა შედეგები მოჰყვება ამას
„მინდა ე.წ. ხელისუფლება გავაფრთხილო, არ გაბედოთ ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვა, იმიტომ რომ თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა შედეგები მოჰყვება ამას“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი მეორე ტურში არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. „ორ თემაზე მინდა გავაკეთო კომენტარი, პირველი ის, რომ ყველა რეგიონიდან მოდის ინფორმაცია იმაზე, რომ ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის, ამიტომაც მინდა ე.წ. ხელისუფლება გავაფრთხილო, არ გაბედოთ ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვა, იმიტომ რომ თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა შედეგები მოჰყვება ამას, გაფრთხილებთ, რადგან ეს არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების ინტერსებშია არ არის. გაყალბებას არავის არ შევარჩენთ. გაფრთხილებთ. ჩვენ უკვე აღვკვეთეთ გაყალბება ყველა დიდ ქალაქში და იმავეს გავაკეთებთ დანარჩენ რეგიონებში“, - განაცხადა ვაშაძემ. ვაშაძის განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიცია ამნისტიის უფლებას აუცილებლად გამოიყენებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და შეიწყალებს მხოლოდ მსუბუქი დანაშაულის ჩამდენ პირებს. „მეორე საკითხს კი, რაც შეეხება, გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც კი მას მიეცემა ხელისუფლება, აპირებს შეიწყალოს, რაზეც გუშინაც ვილაპარაკეთ ქუთაისში, შეიწყალოს უპირველეს ყოვლისა, დედები, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არ აქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. ადამიანები, ვისაც აქვთ სამეურნეო დანაშაული ჩადენილი, ადამიანები, ვისაც რაღაც ზღვრამდე, სამოქალაქო საზოგადოება გვეხმარება ამ ზღვარის დადგენაში, ეკონომიკური დანაშაული. ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ციხეში არიან, მატ შორის, ძალიან ნიჭიერი, ხელოვანი ადამიანი, რომლებიც ნარკოტიკების შენახვა-შეძენაზე არიან დაკავებულები ან მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის. აი, რას ვაპირებთ ჩვენ, რაც შეეხება ამნისტიას და შეწყალებას“, - აღნიშნა საპრეზიდენტო კანდიდატმა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)