|
2018-11-05 11:21:34, 1290 ნახვა
კომენტარი
ელიზაბედ რუდი - იმედი გვაქვს, ხარვეზები, რომლებიც დაფიქსირდა, არჩევნების მეორე ტურში გამოსწორდება
იმედი გვაქვს, რომ ის ხარვეზები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დაფიქსირდა, მეორე ტურში გამოსწორდება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბედ რუდმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მეორე ტური საქართველოსთვის იქნება შესაძლებლობა, რომ თავისი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა წარმოაჩინოს. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ამომრჩევლებს ჰქონდათ საშუალება, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოლიტიკური ნება. ჩვენი საელჩო იზიარებს იმ საკითხებს და პრობლემებს, რაც დაფიქსირდა არჩევნებზე ხარვეზების სახით და იმედი გვაქვს, რომ ეს ხარვეზები მეორე ტურში გამოსწორდება. მიგვაჩნია, რომ არჩევნების მეორე ტური საქართველოსთვის იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ წარმოაჩინოს თავისი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა“, - განაცხადა ელიზაბედ რუდმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)