|
2018-11-03 16:22:38, 1405 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: ნინოშვილის ქუჩაზე სპორტული და დასასვენებელი სივრცე აუცილებლად მოეწყობა
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, კომპანია „m კვადრატის“ მიერ მერიაში წარმოდგენილი პროექტი ჯერჯერობით განხილული არ არის და დედაქალაქის მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს. როგორც ხმალაძემ განმარტა, საქმე ეხება, ერთი მხრივ, კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულ მოსახლეობას და მეორე მხრივ, ნინოშვილის ქუჩის მცხოვრებთა სამართლიან მოთხოვნას - გამწვანდეს და კეთილმოეწყოს ტერიტორია. "მინდა, მივმართო მოსახლეობას, ნუ ინერვიულებთ. ყველა იმ გარემოებას, რაც თქვენ გაღელვებთ, მერია ითვალისწინებს და მომავალშიც აუცილებლად გაითვალისწინებს. ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე აღნიშნული ნაკვეთი არის ის სივრცე, სადაც აუცილებლად მოეწყობა სპორტული და დასასვენებელი ფუნქციის რეკრეაციული სივრცე. ამის გარეშე, მერიისგან არაფრის ნებართვა გაიცემა. ამ არეალში მაღალსართულიანი სახლების მშენებლობას არ დაუშვებთ. თუ ვინმე საპირისპიროს ამბობს, ეს არის დიდი ტყუილი და ამ პერიოდში მოსახლეობის პროტესტის პროვოცირება. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მხოლოდ დაბალი ინტენსივობის განაშენიანებაზე შეიძლება მსჯელობა. განვითარების საპირწონედ კი, განხორციელდება ყოფილი დეველოპერული კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 4000-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება, რომლებიც წლებია, უსახლკაროდ არიან დარჩენილები. კიდევ ერთხელ მივმართავ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ამ მიწაზე აუცილებლად განხორციელდება სპორტული მოედნების, სკვერის და სხვა რეკრეაციული დანიშნულების სივრცეების მოწყობა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობა კომპანია „m კვადრატის“ მიერ დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს და აღნიშნულ ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკის მოწყობას ითხოვს.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)