|
2018-11-03 13:41:42, 1280 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ახლა გაიგო, რომ 150 ათასი ბავშვი შიმშილობს
სამწუხაროდ, ახლა გაიგეს, რომ 150 ათასი ბავშვი შიმშილობს და თურმე, ყოფილა ბიუჯეტში შესაძლებლობა, რომ მათ მეტი დახმარება მივცეთ, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდას უკავშირდება. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა აიუძულა. „გუშინ გავრცელდა ბატონი მამუკა ბახტაძისგან, პრემიერ მინისტრისგან, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები 5-ჯერ მეტ დახმარებას მიღებენ. მათ, სამწუხაროდ, ახლა გაიგეს, რომ 150 ათასი ბავშვი შიმშილობს და, თურმე, ყოფილა ბიუჯეტში შესაძლებლობა, რომ მათ მეტი დახმარება მივცეთ. ბატონი სერგეენკო ამბობს, რომ სოციალურად დაუცველებს, მუშაობის დაწყების შემთხვევაში, დახმარება არ შეუწყდებათ. წლებია, ამას ჯანდაცვის სამინისტროსგან ვითხოვთ. პირადად მე, არაერთხელ მივსულვარ იქ ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლა, თურმე, აღმოჩნდა ბიუჯეტში თანხები, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. ბატონი აკაკი ზოიძე, რომელიც ამბობს, რომ შშმ პირებს სახელწმიფოს დახმარების პროგრამა 2019 წლიდან გაეზრდება, თურმე, ყოფილა ამის შესაძლებლობა ბიუჯეტში. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ქრთულმა ოცნებამ პარლამენტში შეიტანა, არც ერთი ინიციატივა არ არის გათვალისწინებული. რატომ აკეთებს და რატომ ამბობს ამ ყველაფერს ახლა ,,ქართული ოცნება“. იმიტომ,რომ ერთადერთი მიზეზი აქვს ამას, მათ ეშინიათ სკამების დაკარგვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, გუშინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ისინი 10 ლარის ნაცვლად, 50-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ბახტაძის თქმით, ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება. „ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა შესაცვლელია და სწორედ UNICEF-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა. შესაბამისად, ის იქნება ასახული უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)