|
2018-11-02 18:47:28, 1243 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე მხარდამჭერებს: ვიქნებით თქვენს გვერდით ყველა იმ წერტილში, სადაც ეცდებიან შეურაცხყოფა მოგაყენონ
„ეს არის რეალურად ძალადობრივი კამპანია - თავდასხმები, შეურაცხყოფა, ის, რასაც 2012 წელს რეალურად საზოგადოებამ უარი უთხრა და არც მომავალში აპირებს საქართველო, რომ აირჩიოს შეურაცხყოფის და დაპირისპირების ეს სტილი ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძე უღირსს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი საარჩევნო შტაბის კამპანიას, რომელსაც ისინი ქვეყნის მასშტაბით ქართული ოცნების მხარდამჭერების მიმართ ახორციელებენ. „ვხედავთ, რომ მედიით, ასევე სოციალური მედიით არის თავდასხმები და პიროვნული შეურაცხყოფა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და პირველი ტურის შემდეგ მათ აქტიურად დაიწყეს ზუსტად ამ მეთოდების გამოყენება. კიდევ ერთხელ საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ექცევა „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულ აზრს. მათი ცრუ დაპირება, რომ ისინი შეიცვალნენ და თითქოს ღირებულებები შეიცვალეს, რეალურად დღეს ჩანს, რომ არის სიცრუე“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. უმრავლესობის ლიდერი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართავს და აცხადებს: „ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ყველა იმ წერტილში, სადაც ეს ადამიანები ეცდებიან შეურაცხყოფა მოგაყენონ, თავისი ძველი ხელწერით გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე და მიიღებთ ძალიან პრინციპულ პასუხებს იმ თავდასხმებზე და იმ შეურაცხყოფაზე, რომელიც თქვენს მიმართ ამ დღეებში გამოავლინეს “.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)