23:10 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 13:35:08, 1950 ნახვა

ეკონომიკა
2019 წლიდან, ოქროსფერი 50-თეთრიანების გადაცვლა მხოლოდ ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი

2019 წლის პირველი იანვრიდან, 1995 წლის მიმოქცევის 50 თეთრის ნომინალის, ე.წ. ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტების გამოცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, 2018 წლის ბოლომდე აღნიშნული მონეტების გამოცვლა შესაძლებელია, როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში, ისე საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში (მისამართი: საკასო ცენტრი, კახეთის გზატკეცილი 72, თბილისი 0198).

ზემოხსენებულმა მონეტებმა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ აქვთ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება. 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტის, ე.წ. ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტის ავერსზე დატანილია - გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი "50" და წარწერა – "თეთრი", რევერსზე - ბორჯღალი, ციფრები წარწერები: "საქართველოს რესპუბლიკა", "REPUBLIC OF GEORGIA".

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics