|
2018-10-31 16:36:26, 1268 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი - საქართველოს მოსახლეობა იზიარებს იმ აზრს, რომ 2008 წელს ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას წამოეგო
„საქართველოს მოსახლეობა, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგრობა იზიარებს იმ აზრს, რომ 2008 წელს ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას წამოეგო“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას. კერძოდ, ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთი განცხადების გამო, ზურაბიშვილი კრიტიკის მსხვერპლი გახდა და მას ჰკითხა, რეალურად, რამდენად ეთანხმება ქვეყნის მოსახლეობა. „კრიტიკის მსხვერპლი გავხდი მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან, რადგან მათი 5 ტელეარხი და მშვენიერი ორგანიზაცია აქვთ სოციალურ ქსელში, იმისათვის, რომ თავს დამესხან. შეგიძლიათ გარეთ ნებისმიერ გამვლელს ჰკითხოთ და ყველა დაგისტურებთ, ეს იგივეა რაც ამჟამიდენლი დემოკრატია წინა რეჟიმს შეადაროთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც მოხდა 10 წლის წინ და ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ყველას ჰყავს ოჯახში ვინმე, ვინც ამ ომში იმყოფებოდა. კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ როლები შევცვალოთ და სწორედ ამ კუთხით ხდება ჩემი სიტყვების ინტერპრეტაცია, რუსეთი არის ერთადერთი აგრესორი ამ შემთხვევაში. საქართველო არასდროს შეჭრილა რუსეთის ტერიტორიაზე და არ ყოფილა აგრესორი. მთავარი კითხვა, რომელიც უნდა დავუსვათ შემდეგ პრეზიდენტს, შეეძლო თუ არა საქართველოს ხელისუფლებას უფრო მეტი გაეკეთებინა იმისთვის, რომ პროვოკაციები თავიდან აეცილებინა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)