|
2018-10-31 11:54:17, 1013 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი ვიყავი სააკაშვილის დროს და ახლაც არავინ მაკონტროლებს
„მე დამოუკიდებელი ვიყავი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს და დამოუკიდებელ პოლიტიკოსად დავრჩი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა DW-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი დამოუკიდებლობის მანიშნებელია ის ფაქტიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს. „მე ყოველთვის დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყავი, მათ შორის წარსულშიც. არასდროს გადავსულვარ ერთი პარტიიდან მეორეში, რაც ქართველი პოლიტიკოსებისთვის საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. აქ ხალხს აქვს მიდრეკილება გადავიდნენ იქ, სადაც მათ მეტი კომფორტი ექნებათ. მე ვიყავი დამოუკიდებელი დეპუტატი, ასეთივე დამოუკიდებელი ვიყავი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს. სააკაშვილი მხარს მიჭერდა მაშინ, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გავხდი. თუმცა მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკა ჩემს შეხედულებებს აღარ ემთხვეოდა, როდესაც მივხვდი, რომ არავინ აპირებს დემოკრატიის შენებას, მე დავანახე მას, რომ საქართველოში ჩამოვედი იმისათვის, რომ ევროპული ტიპის სახელმწიფო მეშენებინა. მიუხედავად ამისა, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა და მე სხვა გზით წავედი. მე ისევ ვარ იმავე პოზიციაზე და ამის დასტურია, ისიც, რომ საკუთარი კანდიდატურა წარვადგინე, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა და მმართველმა გუნდმა მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა, რომ მხარს დამიჭერს არჩევნებზე, მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი წარადგინოს თუ არა საკუთარი კანდიდატი არჩევნებზე. მთელი ეს პროცესები მას შემდეგ დაიწყო, რაც მე არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განვაცხადე. ერთის მხრივ მე მხარი დამიჭირეს და ამისთვის მადლობელი ვარ, მეორე მხრივ ამ მხარდაჭერამ არ შემცვალა. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება შესაბამისი სიტუაცია რათა ვითანამშრომლოთ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს პრეზიდენტის ერთადერთი გზაა, ქვეყანა განავითაროს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. კითხვაზე - აკონტროლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ზურაბიშვილს, პრეზიდენტობის კანდიდატმა ასე უპასუხა: „არავის და არასდროს გავუკონტროლებივარ, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში“, - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)