01:15 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 17:23:52, 1202 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა: არჩევნების ხელისუფლება აპირებს, მეორე ტური ძალადობის ფონზე ჩაატაროს

ახალქალაქში მომხდარი ფაქტი არის რეაქცია იმ განცხადებაზე, რომელიც გედევან ფოფხაძემ გააკეთა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. 

მან ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბზე და შტაბის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმას საგანგაშო ფაქტი უწოდა. მისი თქმით, მომხდარი ადასტურებს, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ძალადობის მეშვეობით ჩატარებას გეგმავს. 

„როგორც ჩანს ეს არის ხელისუფლების ნაწილის რეაქცია, ვინაიდან დღეს ჩვენ უკვე ვიხილეთ კატასტროფული ფაქტი ახალქალაქში. კერძოდ, ქართული ოცნების ენზელ მკოიანი მანქანიდან ხელმძღვანელობდა მის ძმას  და ახალა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს "ქართული ოცნებიდან" რომლებმაც ხელკეტებით დაარბიეს ადგილობრივი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი. ეს ორი განცხადება და შემდეგ უკვე რეაქცია ცხადყოფს, რომ როგორც ჩანს ხელისუფლება აპირებს არჩვენების მეორე ტური ჩაატაროს ძალადობის და დაშინების ფონზე. ეს სწორედ გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს და თუ ხელისუფლებას რა სჯერა საკუთარი კანდიდატის გამარჯვების და არეულობით და ომით იმუქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის ინსპირატორი არის სწორედ ხელისუფლება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მან მოუწოდა მმართველ გუნდს დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია გედევან ფოფხაძის განცხადებასთან დაკავშირებით და საზოგადოებას უთხრან ემიჯნებიან თუ იზიარებენ მას. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics