|
2018-10-30 15:38:02, 1403 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: ჩვენი საარჩევნო შტაბის წევრებზე თავდასხმას „ოცნების“ დეპუტატის ძმა ხელმძღვანელობდა
„ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი, წარმომადგენლები საოლქო კომისიაში აბრაამ აბრაამიანი, ტიგრან აბრაჰამიანი და მიშა აღაბალიანი არიან სასტიკად ნაცემები, ხელკეტებით არიან ნაცემები ჩვენს ოფისში. ამ თავდასხმას ხელმძღვანელობდა ენზელ მკოიანის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ძმა, არტურ მკოიანი“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზოციის, „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძრვანელმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძე შს სამინისტროს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს. ეს პიროვნება იდენტიფიცირებულია და ასევე მიმდინარეობს ჩვენ მხრიდან სხვა თავდამსხმელების იდენტიფიცირება. ჩვენი ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი დაესხა ჩვენს შტაბს. ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები და სასტიკად არიან ნაცემები. ასევე, ჩვენი ინფორმაციით აბრაჰამ აბრაამიანი შეიძლება გადმოიყვანონ თბილისში იმდენად მძიმე ტრამვები აქვს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფოტო და ვიდეო მასალა ამასთან დაკავშირებით. ასევე, მივმართავ შსს-ს თანამშრომლებს, რომ ნუ შეასრულებთ უკანონო დავალებებს, რომლებსაც თქვენ ალბათ, ახლაც გაძლევენ და პირდაპირ, ბატონ გახარიას მინდა მივმართო, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოხდება რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით დაიწყო. რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)