13:07 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 13:12:28, 1076 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი: არჩევნების პერიოდში 15-მდე პირია პასუხისგებაში მიცემული, როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები

„არჩევნების პერიოდში 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, როგორც ოპოზიციური პარტიის, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიების პროცესში კანონდარღვევა დადასტურდება, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურას გადაეგზავნება.

 „არჩევნების პერიოდში დარღვევის ფაქტების პრაქტიკულად ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი. 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. როგორც ზოგიერთი პირი ოპოზიციური პარტიიდან, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები. ჩვენ ვცდილობდით როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ისე მისი მიმდინარეობის დროს, რომ როგორც სამართალდამცველ უწყებას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი შეგვენარჩუნებინა.  რაც შეეხება არჩევნების დღეს მომხდარ ინცინდენტებს, რამდენიმე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 10-ზე მეტი ფაქტია ამ მდგომარეობით. მათ შორის კასპის შემთხვევა და მარნეული, სადაც 2 პირი იმავე დღეს დავაკავეთ ადმინისტრაციული წესით, ერთი ოყო ნაციონალური მოძრაობის, ხოლო მეორე ქართული ოცნების წარმომადგენელი. გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ ახლა ვაწარმოებთ იმ პირების გამოკითხვას რომლებიც არჩევნების დღეს უბრალოდ არ მოვწყვიტეთ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას და არ გვინდოდა პროცესები ჩაგვეშალა. როგორც კი ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას და შედეგები გვექნება, დამატებით გაცნობებთ“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics