|
2018-10-29 20:22:07, 1465 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - მეორე ტურში ხმას მივცემ ვაშაძეს, თუმცა არა იმიტომ, რომ ის ზურაბიშვილს სჯობს
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, არჩევნების მეორე ტურში მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მისი გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს. “3 წელია გირჩი არსებობს და არასოდეს მომსვლია თავში გირჩის მხარდამჭერებისთვის მომეწოდებინა ვინმეს ან რომელიმე პარტიის მხარდაჭერა. თავისუფალი ადამიანები არიან და თავად აგებენ პასუხს საკუთარ ქმედებებზე გირჩის ოფისშიც კი, არასოდეს, არავინ არავის მოუწოდებს რაიმე პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისკენ, არ ვაკადრებთ ერთმანეთს ასეთ დამოკიდებულებას. ამიტომ, ნუ შემე%$თ. აზრი არ აქვს. რაც შეეხება პირადად ჩემ პოზიციას, ვთვლი, რომ ვალდებული ვარ ის გავხადო საჯარო და მეორე ტურამდე რომ არ ვათამაშო ერთი ადგილი, ახლავე დავაფიქსირებ. ჩემთვის ორივე დარჩენილი კანდიდატი არის პრინციპულად მიუღებელი. ნებისმიერი მცდელობა ხაზის გავლების თითქოს ერთი უფრო ნაკლებად ცუდია ან ნაკლებად საშიშია ვიდრე მოერე, ჩემთვის არის მასტურბაცია. მეტიც, ორივეს შემთხვევაში 100%-ით დარწმუნებული ვარ რომ არჩევიდან ძალიან სწრაფად გადადგავს ისეთ ნაბიჯს, რომლის გამოც გინებას დაიმსახურებს ჩემგან. მიუხედავად ამისა, მე წავალ მეორე ტურზე და ხმას მივცემ ადამიანს, რომლის კარიერული პიკი, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, იქნებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალო დონის ჩინოვნიკობა, რომელმაც პედოფილთან გამაიგივა პირადად მე და ასობით ათასი ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია ააგო იმ მიზანთან ბრძოლაზე, რისთვისაც ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 12 წლის მნიშვნელოვანი ნაწილი მაქვს დათმობილი, და რომლის არჩევის შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს რომ სულ ცოტა ხნის წინ ქვეყნის პირველ ლედის მოსკოვში აქვს ნაცეკვი 25 თებერვალს. ამას არ გავაკეთებ იმიტომ რომ ეს კანდიდატი მეორეს სჯობს ამას გავაკეთებ იმიტომ რომ: 1. თუ არსებობს შანსი ივანიშვილის ხელში არ იყოს ფორმალური ძალაუფლების თუნდაც ერთი, თუნდაც სუსტი ბერკეტი, ეს შანსი გამოსაყენებელია 2. ნებისმიერმა ცარიელმა ადამიანმა მომავალში იცოდეს რომ მხოლოდ ივანიშვილთან დაახლოება არ არის საკმარისი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად. და რომ მარგველაშვილი იქნება, ნარმანია, ბახტაძე, კობახიძე თუ სხვა - ეს ანომალიაა და არა წესი შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ როგორ ერევა გული ადამიანს ხმის მიცემის შემდეგ”, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)