|
2018-10-29 18:33:56, 1300 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ხარვეზები, რაზეც მიგვითითეს სადამკვირვებლო მისიებმა, აუცილებლად უნდა იყოს გამოსწორებული
„ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ის ხარვეზები რაზეც, ჩვენ მიგვითითეს ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა აუცილებლად უნდა იყოს ყურადღებამიქცეული და გამოსწორებული, არა როდესმე, არა შემდეგ არჩევნებზე, არამედ მეორე ტურზე“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა ამომრჩევლებს მეორე ტურში მონაწილეობისკენ, ხოლო სადამკვირვებლო მისიებს მაქსიმალური მობილიზებულისკენ მოუწოდა. „მინდა დავიწყოთ მადლობით ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც აქტიურად მიიღო მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესში, საპრეზიდენტო არჩევნებში. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობდნენ იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესი ყოფილიყო დაცული და ყველაფერი ჩატარებულიყო კანონის ფარგლებში. არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა, აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ის ხარვეზები რაზეც, ჩვენ მიგვითითეს ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა აუცილებლად უნდა იყოს ყურადღებამიქცეული და გამოსწორებული, არა როდესმე, არა შემდეგ არჩევნებზე, არამედ მეორე ტურზე. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ მისასალმებელია და დემოკრატიულია ის, რომ ეს იყო ძალიან აქტიური და კონკურენტული არჩევნები. რაც იმაშიც გამოიხატა, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნების მეორე ტური. მინდა მოგიწოდოთ ყველას აქტიური მონაწილეობა მიიღოთ მეორე ტურში. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიული პროცესისათვის. ქართველი ამომრჩევლების განცდა, რომ ის არის განმაპირობებელი პოლიტიკური ინსტიტუტების, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ამ არჩევნებზე. ძალაუფლების წყარო საქართველოში არის ხალხი და არავის უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)