|
2018-10-28 19:04:42, 1861 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში იგებს
ამ დროის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველ ტურში იგებს, თუმცა რა თქმა უნდა ამ შედეგის შენარჩუნება არის დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნები და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. „არ ფიქსირდება რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზები, თუ არ ჩავთვლით მთელ რიგ პროვოკაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მთელ რიგ სუბიექტებს, დაიცვან კანონმდებლობის ნორმები და თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისგან. აქვე, გაცნობებთ რომ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში იგებს, თუმცა რა თქმა უნდა ამ შედეგის შენარჩუნება არის დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, ნუ იქნებიან ოპონენტის მხარდამჭერებზე პასიურები, რათა პირველივე ტურში გაეცეს საბოლოო პასუხი დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას. აქვე ვიტყვით, რომ განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისგან, რომელიც თავს უფლებას აძლევს აკეთოს უპასუხისმგებლო განცხადებები არჩევნების შედეგების შესახებ, ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ გაცხადებულ მონაცემებზე. ამის დასტური იქნება რა თქმა უნდა ეგზიტპოლის შედეგები, რომელსაც 20:00 საათზე გამოვაცხადებთ და რაც მთავარია, ამის დასტური იქნება არჩევნების საბოლოო, ოფიციალური შედეგები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს აქტიურობისკენ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)