|
2018-10-28 18:09:51, 937 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი - გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე უბანზე არეულობა იგეგმება
"გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურში ხდება პირების მობილიზება იმისთვის, რომ გარკვეული დაძაბულობა იქნას შეტანილი საარჩევნო პროცესში", - ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განაცხადა. ჩუგოშვილმა დამკვირვებელ ორგანიზაციებს მოუწოდა პარტიის მიერ დასახელებულ ოლქებს ყურადრება მიაწოდონ. არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე. თუმცა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპონენტები გეგმავენ დღის მეორე ნახევარში გარკვეულწილად ვითარების დაძაბვას. უბნების ნაწილზე უკვე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ, გავიმეორებ, ესენია ბოლნისის 27-ე, მე-40, 43-ე და 54-ე უბნები. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურში ხდება პირების მობილიზება იმისთვის, რომ გარკვეული დაძაბულობა იქნას შეტანილი საარჩევნო პროცესში. მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჩვენს მიერ დასახელებულ ოლქებს, ასევე ვაფრთხილებთ ყველას, ვისაც პროცესში დაძაბულობის, ან კანონდარღვევის შეტანის რაიმე განზრახვა აქვს, რომ მათ მიმართ კანონი გამოყენებული იქნება სრული სიმკაცრით, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს უბნის ჩაშლის, თუ ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევის მცდელობა. ამიტომ, თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან. აქვე მინდა გამოვეხმაურო რუსთავი-2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჟენევაში მისულ ამომრჩეველს უბანი დახვდა დახურული. ეს არის სიცრუე, ეს არის არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან შვეიცარიაში ერთადერთი უბანი არის ბერნში და ჟენევაში საერთოდ არ არის საარჩევნო უბანი. მოვუწოდებთ მედიას, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, განზრახ ნუ გაავრცელებენ ინფორმაციას, რადგან ეს არის ძალიან მარტივად გადამოწმებადი არასწორი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეყავს ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მოქალაქეები. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჟენევაში საარჩევნო უბანი საერთოდ არ არის და შესაბამისად, ის დახურული ვერ დახვდებოდა ვერავის”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. რაც შეეხება გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ჩუგოშვილის თქმით, სალომე ურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. "ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს არჩევნების პირველ ტურში, თუმცა, კენჭისყრის დასრულებამდე დარჩენილია სამი საათი და ბუნებრივია, საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე, ამიტომ, მოვუწოდებთ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ გამოცხადებულან საარჩევნო უბნებთან, მივიდნენ, ხმა მისცენ და დააფიქსირონ თავიანთი ნება", - განაცხდა თამარ ჩუგოშვილმა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)