22:20 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 17:08:14, 994 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: საარჩევნო უბნებზე მასიურად ხდება პირდაპირი მოსყიდვების დაფიქსირება

„საარჩევნო უბნებზე მასიურად ხდება პირდაპირი მოსყიდვების დაფიქსირება“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთაბაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს მტკიცებულებების სახით ის რვეულები და ჩანაწერები, სადაც ამომრჩევლის სახელებია დაფიქსირებული, მათ გასწვრივ კი, იმ თანხის ოდენობა, რომელსაც მას ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ მისცემენ.

ამასთან, ვაშაძე საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ზეწოლას არ დაექვემდებარონ და მათთვის სასურველი კანდიდატი შემოხაზონ.

„საარჩევნო უბნებზე მასიურად ხდება მოსყიდველი, ჩვენ გვაქვს დოკუმენტური მასალა, იმ რვეულების, ფურცლების, რომლებსაც ფაქტობრივად ვართმევთ „ქართული ოცნების“ წარმოამადგენლებს, სადაც მითითებულია კონკრეტული თანხები, ეს ხდება აბსოლიტურად ყველგან. იქ არიან მობილიზიებული ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ ხმებს და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქ ასევე გვაქვს ფოტო-მასალა მეორე კატეგორიის დარღვევის საჯარო მოხელეები, მათი სიები და აღრიცხვები, პედაგოგი, დამალგებელი, მეცნიერთანამშრომელი მათ ურეკავენ და თანხები აქვს გადაცემული, ეს არის ძალიან საგანგაშო დანაშაული და მე მოვუწოდებ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგიკავშირდნენ თქვენ, საარჩევნო ყუთთან რომ შედიხართ, ხართ მარტო და გააკეთეთ თქვენი საკუთარი არჩევანი, ყველას უფლებას დავიცავთ, ყველა უბანზე არიან ჩვენი წარმომადგენლები, ძალიან გთხოვთ ამ ზეწოლას ნუ დაექვემდებარებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics