|
2018-10-28 15:26:44, 1663 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჟინვალის 47-ე უბანზე ამომრჩევლებს 20, 30 და 50 ლარს ურიგებენ
"ჟინვალის 47-ე უბანზე, დაფიქსირდა შემთხვევა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს აღმოაჩნდათ ქაღალდები, სადაც კონკრეტული გვარები არის ჩამოწერილი, კონკრეტული თანხებით", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ცესკოს ვებ-გვერდი მუშაობს ხარვეზებით და შესაძლოა ეს ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები მანიპულიაციისთვის გამოიყენოს. "ვებ-გვერდი მუშაობს ხარვეზებით და არ იტვირთება დროულად ინფორმაცია აქტივობის შესახებ, რაც ბადებს ეჭვს, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა ხელისუფლებამ გამოიყენოს არჩევნების შედეგები მანიპულიაციისთვის. ჩვენ თითოეულ უბანზე გვყავს წარმოამდგენლები, რომლებიც ითვლიან ამომრჩევლის რაოდენობას და შესაბამისად შეუძლებელი იქნება აქტივობის მონაცემების გამოყენებით არჩევნების შედეგების გაყალბება. ასე, რომ მოვუწოდებთ ცესკოს აღმოფხვრას დორულად ეს ხარვეზები საკუთარ ვებ-გვერდზე და დროულად მიაწოდოს საზოგაოდებას ინფორმაცია აქტივობის შესახებ, რაც შეეხება დარღვევებს, ისინი ფიქსირდება "ძალა ერთობაშიას" ვებ-გვერდზე www.ertoba2018.ge ჯერჯერობით ფიქსირდება 800-ზე მეტი დარღვევა. ყველაზე შემაშფოთებელი დარღვევები არის ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები, მაგალითად ჟინვალის 47-ე უბანზე, დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს აღმოაჩნდათ ქაღალდები, სადაც კონკრეტული გვარები არის ჩამოწერილი, კონკრეტული თანხებით. რა ღირს დღეს მოღალატე სალომე ზურაბიშვილის არჩევა, მოცემულია სხვადასხვა თანხები, 20, 30, 50 ლარი ასეთი ტიპის მეთოდებით ცდილობს დღეს "ქართული ოცნება" მოისყიდოს ამომრჩევლების ხმები. ეს არ არის უბრალოდ დარღვევა, ეს არის სისხლის სამართლის საქმე", - განაცხადა ბოკუჩავამ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)