|
2018-10-27 16:32:15, 1987 ნახვა
კომენტარი
უსუფაშვილი: ამ არჩევნებით „ოცნების“ გაყოფა დაიწყება და „ნაცმოძრაობის“ გაყოფა დასრულდება
„ხმის მიცემისას ვიფიქროთ პრეზიდენტზე და გვახსოვდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელითაც ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მან მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ხვალინდელი საპრეზიდენტო არჩევნებით, საპარლამენტო არჩევნების სასტარტო პოზიციები გაირკვევა. „ჩვენ ჯერ არ ვიცით ვინ გახდება პრეზიდენტი, მაგრამ ვიცით არჩევნების პოლიტიკური შედეგი. ამ არჩევნებით ოცნების გაყოფა დაიწყება და ნაცმოძრაობის გაყოფა დასრულდება. საპრეზიდენტო არჩევნების ფინიშით საპარლამენტო არჩევნების სასტარტო პოზიციები გაირკვევა. ამიტომ, ხმის მიცემისას ვიფიქროთ პრეზიდენტზე და გვახსოვდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელითაც ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ჩვენ ამჯერად მანკიერი სისტემა უნდა შევცვალოთ და არა ამ სისტემაში მყოფი ადამიანები. მე ჩემთვის არ ვითხოვ ხმებს, რადგან ჩემი არავის არაფერი მართებს. მე ვთხოვ ყველა ამომრჩეველს, ხმა მომცეს არა მე, არამედ საკუთარ შეხედულებებს, რომლებიც ჩემსას ემთხვევა. ვთხოვ ყველას, ხმა მისცეს საკუთარ თავს და საკუთარ ადგილს საზოგადოებაში. მე საარჩევნო მოწყალების მისაღებად არ მაქვს ხელი გაწვდილი, მე ხელს პარტნიორული შეთანხმების გასაფორმებლად ვუწვდი თანამოქალაქეებს. საპასუხოდ გამოწვდილი ხელების რაოდენობა, ვინაობა და რაობა განსაზღვრავს ჩვენი შემდგომი ერთობლივი პოლიტიკური ნაბიჯების წარმატებას. საარჩევნო ხმა ერთი დღით ცოცხლობს და არ გაცემით იგი უკვალოდ იკარგება. ნაძალადევად მიცემული ხმაც იკარგება. ნაყიდი ხმაც იკარგება. მხოლოდ გულისა და გონების კარნახით მიცემული ხმა არ იკარგება, რადგან იგი ასეთივე ხმებს შეერევა და თანამოაზრეებს გააძლიერებს. ნუ დავიკარგებით, ნუ ჩავიკარგებით, ნუ განვიკარგებით - ხვალ ჩვენი თავი ჩვენადვე ვიყუდნოთ და ჩვენი ხმა რაც შეიძლება ხმამაღლა გავაგონოთ ერთმანეთს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)