|
2018-10-26 14:38:22, 1862 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი „ომეგას“ საქმეზე: ბახტაძემ შეაჩერა ეს პროცესი და კიდევ უფრო ხისტად მოიქცა მაჭავარიანი
ბახტაძემ შეაჩერა ეს პროცესი და კიდევ უფრო ხისტად მოიქცა მაჭავარიანი, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა კითხვას - როგორ მოახერხა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა ამ ოდენობის დავალიანების დაგროვება. „თბილისში, ჩემთან ბევრი ადამიანი ვერ რეკავს და ვერ შემოდის, დრო არ მაქვს ელემენტარულად. თუკი ვინმეს ჩემთან მოესვლება და დარეკვა შეუძლია, ყველასთან რამდენიმე წრეზეა შემოვლილი ეს საკითხი, რომ კიდევ გადაევადებინათ. ამ თემებში არ ვერევი და არ ჩავრეულვარ. ქუმსიშვილთანაც მაქვს ნალაპარაკები და არ მაქვს ეჭვი ქუმსიშვილზე ანგარების, მაგრამ სწორედ ქუმსიშვილის დროს ხდებოდა, ძირითადად, გადავადებები. როდესაც ბახტაძე მოვიდა, სწორედ ბახტაძემ დაამუხრუჭა ეს პროცესი. ბახტაძე მოიქცა უფრო ხისტად და კიდევ უფრო ხისტად მოიქცა ბახტაძის შემდგომი ფინანსთა მინისტრი მაჭავარიანი. მგონი, ლამის გაიწიეს ერთმანეთისკენ, როდესაც ვერ არწმუნებდა და მაინც ითხოვდა გადავადებას, კონფლიქტის დონეზე მივიდა მათი საუბარი. ბახტაძემ საბოლოოდ შეაჩერა ეს პროცესი, მაჭავარიანი კი ითხოვდა პასუხს თუ რატომ არ იხდიდა ფულს. ჩემი აზრით, მიდიოდა ლობირება, იგივე ყიფიანის მხრიდან, რომ მომხდარიყო გადავადება. უფრო კარგი იქნებოდა, აქციზების გაცემა შეწყვეტილიყო მანამ, სანამ 50 მლნ ლარი დაგროვდებოდა. სანამ ტენდეცია არ წამოიქმნება, რომ ოქუაშვილი დაგროვილ ვალს ამცირებს, მანამდე არაფერი არ უნდა გაკეთდეს - ეს არის პოზიცია და არ შეიძლება შანტაჟით მოქმედება, ეს პირდაპირ ზეწოლაა ხელისუფლებაზე და არ შეიძლება მედია გამოყენებულ იქნას ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)