00:36 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 12:45:29, 1731 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: თუ ადრე ხელისუფლება აშანტაჟებდა ბიზნესს, ახლა პირიქით ხდება, მაგრამ ასე სჯობს

„თუ ადრე ხელისუფლება ბიზნესს აშანტაჟებდა, მათ შორის მედიას, დღეს გვაქვს პირიქით, რომ ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს, მაგრამ ასე სჯობს“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი პოლიტიკაში დაბრუნების მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ გუნდი დასუსტებული იყო არ გააჩნდა იმის რესურსი, რომ სახელმწიფო დემოკრატიული მეთოდებით ემართა.

„დემოკრატიული მეთოდებით სახელმწიფოს მართვა არის ძალიან რთული, ამას სჭირდება ძალიან ძლიერი გუნდი. გუნდში ვერტიკალი იყო სუსტი და მე ეს ვთქვი რამდენჯერმე, მარჯვენამ არ იცოდა მარცხენა რას აკეთებდა ძალიან ხშირად (გუნდის წევრები), ამის რესურსი გუნდს არ გააჩნდა იმდენად რთულია ღარიბი სახელმწიფოს დემოკრატიული მეთოდებით მართვა. საერთოდ, მდიდარი სახელმწიფოს მართვაც გაცილებით რთულია დემოკრატიული მეთოდებით, ვიდრე დიქტატურით. თითქოს ის, რომ თუ ადამიანი რაიმე დანაშაულს ჩაიდენს მას შეიძლება სახელმწიფომ მოსთხოვოს პასუხი მათ შორის ძალის გამოყენებითაც, თითქოს ეს იკარგებოდა. ამის მაგალითია რაც მოხდა იბერიასა და ოქუაშვილთან დაკავშირებით. კაცი არ იხდის იმას, რაც ბიუჯეტში გადასახდელია და აშანტაჟებს ხელისუფლებას. ახლა პირიქით ხდება, მაგრამ ასე სჯობს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ 1 წელიწადში გუნდს ახალი, ძლიერი ხალხით გაამაგრებს და გააუმჯობესებს:

„ამას გამკლავება უნდა სუფთა ხელებით, დემოკრატიული პრინციპებით, მაგრამ არ უნდა მოხდეს ის, რომ უჭირს გამკლავება და და რაღაც სხვა მეთოდებს მიმართოს. ასეთ ფორმებსაც სჭირდება ძალიან ვერტიკალი, კარგი მენეჯმენტი, გუნდის ძალიან სწორი და უფრო გასუფთავებული შერჩევა. ყველას თავისი ადგილი და ფუნქციები უნდა ჰქონდეს და რაც მთავარია, საჭიროა სინქრონიზაცია გუნდში. თვითონ პარტია, რომელიც არის პრაქტიკულად უმოქმედო, 1 წელიწადში აბსოლუტურად ახალი, ძლიერი ხალხით გავაუმჯობესებ და გავამაგრებ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics