|
2018-10-26 11:42:58, 1517 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: იყო მცდელობა კვესიტაძისა და ტრაპაიძის გაერთიანების, მაგრამ მოვახერხე და ჩავწიე ერთმანეთისგან
„რაც გამოიკვეთებოდა და მთავარი რაც გასდევდა მთელ ინტერვიუს გახლდათ ის, რომ ტრაპაიძე ძალიან ცდილობდა კვესიტაძეს დახმარებოდა, თუმცა მე მოვახერხე მაქსიმალურად დამეშორებინა ისინი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, რამდენიმე მედიის წარმომადგენელთან შეხვედრაზე განაცხადა. ივანიშვილმა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის საქციელს უკულტურო უწოდა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს საზოგადოების გარკვეული ნაწილი მძევლად ჰყავს აყვანილი. "თავშივე ვიცოდი მათი კომუნიკაცია და ძალიან კარგია. მასეც არ თქვან ახლა რომ რაღაცაში ვამხილე და რაღაც მედიის კრიტიკას ვიწყებ. ღმერთმა მოახმაროთ და ჰქონდეთ კოორდინაცია, არავითარი პრობლემა არაა. მაგრამ მე გავიხსენებ, რომ იქ მცდელობა იყო გაერთიანების და მე მოვახერხე, რომ ჩავწიე ერთმანეთისგან, თორემ მთლიანად ინტერვიუს ჩაგდების დიდი სურვილი იყო კვესიტაძისგან. საუბარს არ მაცდიდა, არ აცდიდა კოლეგებსაც, რაზეც რამდენჯერმე კოლეგებს ვთხოვე დახმარება, რომ იქნებ კოლეგიალობა გამოეჩინათ და იქნებ როგორმე კვესიტაძეს მათთვის მაინც დაეჯერებინა. ის ძალიან უკულტუროდ მოიქცა და ის არ უნდა იყოს ასეთი ჟურნალისტი და არ უნდა არსებობდეს ასეთი სტანდარტი. ეს იყო სირცხვილი. რატომ იქცეოდა ასე? მარტივი გასაგებია, მათ ეშინიათ სიმართლის, მათ ეშინიათ იმის, რასაც ჩაკეტილ ტელევიზიაში საუბრობენ და საზოგადოების გარკვეული ნაწილი მძევლად ჰყავთ და ცდილობენ ისინი დაარწმუნონ, რომ აპოკალიფსი ვითარდება ქვეყანაში, საშინელება ტრიალებს, რეკეტი. შესაბამისად, მაქსიმალურად მცდელობა იყო იმისა, რომ როგორმე ხალხს არ გაეგო და მოესმინა ჩემგან პასუხები. განსხვავებული აზრის გადაფარვას ცდილობდნენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)