|
2018-10-25 15:51:44, 1621 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი - ყველას, ვინც უცხოეთში ცხოვრობთ, დაგიბრუნეთ საშუალება, რომ საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინოთ
ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ ყველას, ვინც არიან დღეს უცხოეთში, დავუბრუნე საშუალება, აღიდგინონ საქართველოს მოქალაქეობა და აღარ დაკარგონ, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სპორტის სასახელში, ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს არ აქვს უფლება, თუნდაც ერთი თავისი შვილი გაუშვას ხელიდან. „მე არჩევანი, რომ დემთმო საფრანგეთის მოქალაქეობა, მივიღე ჩემი ნებით. ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ თქვენ ყველას, ვინც არიან დღეს უცხოეთში, კანონმდებელ ორგანოსთან და კოლეგა პარლამენტარებთან ერთად, დაგიბრუნეთ საშუალება, რომ აღიდგინოთ საქართველოს მოქალაქეობა, რომ აღარ დაკარგოთ. ეს არის საქართველოსთვის ძალიან დიდი მიღწევა, რამეთუ საქართველოს არ აქვს უფლება, რომ თუნდაც ერთი თავისი შვილი გაუშვას ხელიდან, დააკარგვინოს მოქალაქეობა. ჩვენი შვილები სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, არიან ჩვენი შვილები და ხვალინდელი ჩვენი მოქალაქეები, ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძალიან სერიოზული, ადამიანური კაპიტალი, რომელიც არ შეიძლება რომ დავკარგოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)