|
2018-10-25 15:29:19, 1428 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი გარანტი იქნება
ყველამ ვნახეთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების აგრესიული, დესტრუქციული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია შესთავაზა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სპორტის სასახლეში განაცხადა, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. პრემიერის თქმით, ზურაბიშვილი საქართველოს ევროპაში და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, მნიშვნელოვანი გარანტი იქნება. „მინდა, შევუერთდე იმ სულისკვეთებას, რომელიც ამ დარბაზშია და კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად გავუსვა ხაზი ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის უპირატესობას, როგორც პრეზიდენტობის ყველაზე სასურველი კანდიდატისა. ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან, ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. სწორედ ამ გეზის გამტარებელი იქნება ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ის იქნება საქართველოს ევროპაში და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტი. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების აგრესიული, დესტრუქციული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის მიუხედავად, ქალბატონმა სალომემ ამომრჩეველს ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია შესთავაზა, რაც იყო კიდეც ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, მითუმეტეს ძალამ, რომელმაც ასეთი ტკივილი მოუტანა საქარველოს“, - განაცხადა ბახტაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)