|
2018-10-25 15:02:12, 1584 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილის შვილი: დრო მოვიდა, დაგითმოთ ძვირფასი დედა
„დრო მოვიდა ჩვენთვის, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა. პირობას გაძლევთ, დაგიცავთ ყველას“, - ასე მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა თემურ გორჯესტანმა სპორტის სასახლეში შეკრებილ ამომრჩეველს. „ის, რაც მიმდინარეობდა ამ კამპანიაში დედის მიმართ, ქალის მიმართ, გარდაცვლილი ბებიის მიმართ, სრულიად მიუღებელია. ეს შეურაცხყოფა იყო სრულიად არაქართული. მე შეიძლება შეცდომას ვუშვებ ქართულ ენაში, მაგრამ ქართველობას არასოდეს დავარღვევ. ჩვენი ოჯახის მიერ საქართველოს დაცვა ნიშნავდა მოვალეობას, ეს იყო ვალდებულება ბაბუაჩემის, როცა უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე. მა სურდა დარჩენილიყო ქართველად. ასე დაიბადა და ქართველ ლტოლვილად გარდაიცვალა. ეს ახლა დედაჩემის მოვალეობაა. როდესაც დედაჩემმა ქართულ პოლიტიკაში დარჩენა გადაწყვიტა, 2006 წელს, მთელი ოჯახი ვეხვეწებოდით, რომ საფრანგეთში დაბრუნებულიყო, ეს იმის გამო, რომ მისი ფიზიკური უსაფრთხოების გვეშინოდა. იმიტომ რომ გვეშინოდა, რადგან საქართველოში პოლიტიკა იყო საშიში. ამ თხოვნაზე დედაჩვენმა ერთი პასუხი გაგვცა - რომ ბრძოლა იყო მისი ვალდებულება და პარიზში ჩამოსვლა იქნებოდა სამშობლოს მიტოვება. ჩვენი ემგირაციის ხედი იყოს ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში. სალომე ზურაბიშვილის არჩევა უნდა იყოს ხიდი თბილისიდან პარიზამდე და თბილისიდან ლონდონამდე, თბილისიდან ბრიუსელამდე. ჩვენ, როგორც დაბადებულები საფრანგეთსა და ამერიკაში ვვოცნებობთ იმაზე, რომ ევროპული და დასავლური ღირებულებები განვითარდეს საქართველოში. ადამიანის უფლებების დაცვა და თავისუფლება, დამშვიდებული პოლიტიკური შეჯიბრება არის მნიშვნელოვანი. დრო მოვიდა ჩვენთვის, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა. პირობას გაძლევთ, დაგიცავთ ყველას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილის შვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)