|
2018-10-24 20:05:20, 1365 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო - რუსეთი აგრძელებს მცდელობებს, რომ „ღია ცის“ ტექნიკური ხელშეკრულება ოკუპირებული რეგიონების აღიარების მიზნით ინსტრუმენტად გამოიყენოს
„ღია ცის" ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წლის სადამკვირვებლო ფრენების აქტიური კვოტების გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ვენაში გაიმართა „ღია ცის" საკონსულტაციო კომისიის შეხვედრა. საქართველო საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებზე, ქართულმა დელეგაციამ კომისიის ფარგლებში შემდეგი საპასუხო განცხადება გააკეთა: „უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ქართული მხარე სრულად მხარს უჭერს გადაწყვეტილებას 2019 წლის სადამკვირვებლო ფრენების აქტიური კვოტების გადანაწილების შესახებ, რომელიც დღეს იქნა მიღებული. ნება მომეცით გავაკეთო მოკლე კომენტარი რუსეთის დელეგაციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლითაც ის ადანაშაულებს საქართველოს "ღია ცის" ხელშეკრულების პოლიტიზირებასა და დარღვევაში. ნამდვილად სამწუხაროა, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს მცდელობებს, რომ ეს ტექნიკური ხელშეკრულება გამოიყენოს როგორც ინსტრუმენტი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთი და ცხინვალი - უკანონო აღიარების მიზნით. რუსეთის ფედერაციამ ხელშეკრულების დარღვევის შეწყვეტის ნაცვლად, მიიღო გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაერთულებინა არსებული მდგომარეობა. კერძოდ, 2018 წლის 23 აპრილს ღია ცის საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე რუსეთი წარსდგა განცხადებით, სადაც დაეყრდნო ხელშეკრულების მე-4 მუხლის მეორე ნაწილს, ასევე მე-2-ე და მე-7-ე პარაგრაფებს, რომელიც ეხება არაწევრ სახელმწიფოებს, ამასთან მიუთითა "კავკასიაში რუსეთის საზღვრის ორი მონაკვეთი", ხოლო 2018 წლის 24 სექტემბრის ღია ცის საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე რუსეთმა განაცხადა, რომ „მათი გადაწყვეტილების მხარდაჭერით, აღადგინოს აფხაზეთისა და ოსეთის საზღვრებთან 10 კილომეტრის ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენები, აღნიშნულმა, ორმა ახალმა დამოუკიდებელმა სახელმწიფოს ხელისუფლებამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოამჟღავნა". ზემოაღნიშნული განცხადებები ნათლად ადასტურებს თუ რა არის რუსეთის მხარის რეალური მიზნები. ჩვენ მტკიცედ გვჯერა რომ ქვეყანას, რომელიც ღიად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, კერძოდ, სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოიყენოს ხელშეკრულება უკანონო ქმედებების ლეგალიზაციისთვის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2012 წლის, 3 აპრილს, საქართველოს მხრიდან რუსეთთან მიმართებაში ხელშეკრულების იმპლემენტაციის შეჩერების საკითხი კვლავ ძალაში რჩება. გმადლობთ, მოვითხოვთ აღნიშნული განცხადების ასახვას დღის წესრიგში“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. „ღია ცის" შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს შეიარაღების კონტროლის მნიშვნელოვან კომპონენტს და წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელებით ხელს უწყობს სამხედრო მიმართულებით გახსნილობასა და გამჭვირვალობას. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2002 წელს და მის წევრია 34 სახელმწიფო
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)