|
2018-10-24 15:53:12, 1247 ნახვა
კომენტარი
კილაძე ივანიშვილზე: ეს იყო პატრიოტი კაცის ინტერვიუ, რომელმაც გულწრფელად ისაუბრა საჭირბოროტო პრობლემებზე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ, პარტია ,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებები შეაფასა და ყურადღება მედიის როლზე გაამახვილა. კილაძის თქმით, მედია, რომელიც არასწორ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ქვეყნის დემოკრატიისთვის საზიანოა. „ეს იყო გულწრფელი, პატრიოტი კაცის ინტერვიუ, რომელმაც ისაუბრა ძალიან გულწრფელად საჭირბოროტო პრობლემებზე. მე მგონია, რომ მედიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიულ საზოგადოებაში მაგრამ, მაშინ როდესაც მედია არასწორ და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს, ეს არის უკვე ქვეყნის და დემოკრატიისთვის საზიანო. სწორედ ამაზე გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი აქცენტი'', - აღნიშნა სოფიო კილაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან ინტერვიუში, „რუსთავი 2“ არაერთხელ გააკრიტიკა და მას „სიცრუის არხი“ უწოდა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)