|
2018-10-24 13:34:21, 938 ნახვა
კომენტარი
კახიძე: ივანიშვილი მართვის პროცესში ეყრდნობა ისეთ მომაფიოზო ელემენტს, როგორიც არის ფარცხალაძე
„ივანიშვილი არაფორმალურად მართავს მთავრობას და მართვის პროცესში ეყრდნობა ისეთ მოკრიმინალო, მომაფიოზო ელემეტებს, როგორიც არის ოთარ ფარცხალაძე“, - ასე გამოეხაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს. კახიძის შეფასებით, ივანიშვილი საზოგადოებას თავხედურად უტევს. „პირდაპირ უტიფრად თავხედურად საზოგადოებას ეუბნება, რომ როგორც მე ვიტყვი ისე იქნება. ხალხს ეუბნება რომ თქვენ არც ისე გიჭირთ, როგორც წუწუნებთ, ხალხს ეუბნება, რომ რეალურად ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა კი არ არის და მოსახლეობას კი არ უჭირს, არამედ ეს არის აღმშენებლობის პერიოდი, რასაც მისი მთავრობა ეწევა და ამიტომ კრინტი არავინ არ უნდა დაძრას. აი ეს არის ამ ადამიანის აბსოლუტურად თავხედური შეტევა საზოგადოებაზე. ამავე დროს კიდევ არაერთხელ დადასტურდა ის, რომ ივანიშვილი მართავს არაფორმალურად მთავრობას და პარლამენტს და თვითმმართველობას საბჭოთა მეთოდებით და ამავე დროს ამ მმართვის პროცესში ეყრდნობა ისეთ მოკრიმინალო მომაფიოზო ელემეტებს, როგორიც არის ოთარ ფარცხალაძე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ინტერვიუ გუშინ სამი არხის - „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს მისცა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)