|
2018-10-23 20:54:35, 1145 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: ზურაბიშვილის წიგნში არც ერთი სიტყვაა ნათქვამი იმის შესახებ, რომ ომი საქართველომ დაიწყო
სალომე ზურაბიშვილის წიგნში არც ერთი სიტყვაა ნათქვამი იმის შესახებ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს. „როგორც ჩანს გუშინდელი ჩვენი განცხადებები და შესაბამისი მინიშნებები ე.წ. ”ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ვერ ან არ გაიგეს და დღესაც იგივე პათოსით აგრძელებენ განცხადებების კეთებას. ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავთ: 1. საუბარია არშემდგარ სასამართლო პროცესზე - სარჩელი, რომელზეც ისინი საუბრობენ, ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს ამ დრომდე წარმოებაშიც კი არ მიუღია. 2. მიუხედავად ამისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სალომე ზურაბიშვილის წიგნში არც ერთი სიტყვაა ნათქვამი იმის შესახებ, რომ ომი საქართველომ დაიწყო. 3. რუსეთის მხარემ თავის დროზე წარადგინა უამრავი მტკიცებულება, მათ შორის მაშინდელი, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ოფიციალური პირების გამონათქვამებიც. თუმცა, ჩვენ კონკრეტიკისგან თავს ვიკავებთ და ამ დეტალებზე არ ვსაუბრობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ რუსული მხარის მიერ წარდგენილ არც ერთ მტკიცებულებას და არგუმენტს საფუძველი არ გააჩნდა. 4. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“, ამ შემთხვევაში წარმოდგენილი „ევროპული საქართველოს“ სახით, წინასაარჩევო მიზნებისთვის, რუსულ ლოგიკას ეთანხმება ჰააგაში მტკიცებულებების წარდგენის საფუძველთან დაკავშირებით. მივმართავთ მათ, სანამ აგვისტოს ომის თემაზე ბრიფინგებს ჩაატარებენ, პასუხისმგებლობა აიღონ და საზოგადოებას პასუხი გასცენ, რატომ არის საქართველოს 20% ოკუპირებული; რატომ არ გაითვალისწინეს მათ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევები; რატომ დაუჭირეს მხარი რუსეთ-საქართველოს ომიდან ორ თვეში ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლის მე-5 პუნქტში წერია: „2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა”. ამ ყველაფრის ფონზე, ნაციონალური მოძრაობას და მის სხვადასხვა განშტოებებს აქვთ მცდელობა შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, რისთვისაც არ ერიდებიან ტყუილს, დაბრალებას და ანტიეროვნულ კამპანიასაც კი. დარწმუნებული ვართ, საზოგადოება სწორად შეაფასებს მოვლენებს და 28 ოქტომბერს ის მიიღებს გადაწყვეტილებას პროდასავლური კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ“, - განაცხადა მდინარაძემ.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)