|
2018-10-23 10:03:09, 1642 ნახვა
კომენტარი
მაია ბითაძე: სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხზე მუშაობა ერთი დღითაც არ შეჩერებულა
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა არ შეჩერებულა. როგორც მაია ბითაძემ განმარტა, საქართველოს პარლამენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო, კანონი ძალაშია და ამ ეტაპზე საკრებულოს მიერ მხოლოდ შესაბამისი აქტის გამოცემაა დარჩენილი. „სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო საკანონმდებლო აქტი, რომელიც ძალაშია. ჩვენ ვგეგმავთ, უახლოეს მომავალში, საკრებულოსთან და ამ სფეროში მომუშავე ასოციაციებთან და კომპანიებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიაროთ ის პროექტი, რომელიც საკრებულოს მიერ უნდა დამტკიცდეს და რომელიც ზუსტ დროს განსაზღვრავს. ვფიქრობთ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში გვეცოდინება ზუსტი თარიღი, თუ როდის შევა ძალაში ის ვალდებულება, რაც საქართველოს პარლამენტს უკვე აქვს განსაზღვრული, კერძოდ, სადისტრიბუციო მანქანებისთვის პიკის საათებში მოძრაობის აკრძალვა“, - აღნიშნა მაია ბითაძემ. დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივის განხილვა, რომელიც დისტრიბუციის მანქანების ღამის საათებში გადადგილებას ეხება, დროებით შეჩერდა.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)