|
2018-10-23 09:59:49, 1291 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი
ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი, რათა ვნახოთ რა ფორმით შეიძლება პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ხელი შეუწყოს ამ საკითხს, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ეეროვნულ უმცირესობებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. "შეხვედრები იყო სხვადასხვა უმცირესობასთან. კითხვები ერთი და იგივე მიმართულებით ისმება მათი მხრიდან, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და რაზეც მე ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, როგორც მომავალი პრეზიდენტი. ეს არის სახელმწიფო ენის საკითხი. ყველას აქვს გაცნობიერებული ის, რომ სახელმწიფო ენა არის პირდაპირი გზა წარმატებების და ინტეგრირების. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსი. უფრო ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც ცხოვრობენ კომპაქტურად დასახლებულ სოფლებსა თუ ქალაქებში და ვერ ღებულობენ იმ სათანადო განათლებას სახელმწიფო ენაზე, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, რომ იყვნენ სრულიად ინტეგრირებული სახელმწიფო, კერძო სტრუქტურებში ან ისარგებლონ იმ პროგრამებით, რომელიც გვაქვს ჩვენ. ავიღე ვლდებულება, რომ ამ ჯგუფებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი, რათა ჩვენ გადავწყვიტოთ და ვნახოთ, რა ფორმით შეიძლება პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ხელი შეუწყოს ამ საკითხს", - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ის ასევე დაინტერესდება, იეზიდებისთვის გვარების დაბრუნების საკითხით. "ასევე, არის იეზიდების მიერ დასმული საკითხი, რომელიც მათ გვარების დაბრუნებას ეხება და დავინტერესდები ამით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)