|
2018-10-22 17:57:04, 1695 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - არჩევნების დასრულების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, შს მინისტრი და მთავარი პროკურორი პარლამენტში გვეწვევიან
„დასრულდება რამდენიმე დღეში საარჩევნო პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ გვეწვევიან როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, მთავარი პროკურორი ამ საკითხთან დაკავშირებით",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის, ოთარ კახიძის განცხადებას. „რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს, დასრულდება რამდენიმე დღეში საარჩევნო პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ გვეწვევიან როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, მთავარი პროკურორი ამ საკითხთან დაკავშირებით და გვექნება მოსმენის საშუალება. ოქუაშვილს რაც შეეხება, სანამ 3D ვერსია არ გამოვა, მანამდე, მგონი, პარლამენტი არ უნდა ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. მისივე თქმით, ბიუროს ფორმატი მუდმივად წინასაარჩევნო ბატალიებისთვისაა გამოყენებული, რაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არასწორია. „არჩევნები რომ დასრულდება, ჯობია, რომ სხვა რეჟიმში გავაგრძელოთ ბიუროში მუშაობა, იმიტომ, რომ ბიუროს ფუნქცია არის საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობა-გადაწყვეტა. ვიყენებთ მუდმივად ბიუროს ფორმატს წინასაარჩევნო ბატალიებისთვის და მგონი არასწორი ფორმატია. დასრულდება საარჩევნო პროცესი და ყველა საკითხს მივხედავთ, საგამოძიებო კომისიით დაწყებული და სხვა გამოძიებებით დამთავრებული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)