|
2018-10-22 14:43:11, 1536 ნახვა
კომენტარი
უგულავა პრემიერზე: ყოჩაღ, რა სიტყვები უსწავლია: კონტრპროდუქტიული, რეტროგრადული
„ყოჩაღ რა სიტყვები უსწავლია - შემოვლითი რკინიგზა იყო კონტრპოდუქტიული და რეტროგრადული. პროგრესი სახეზეა“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას. უგულავა იმ შედეგებზე საუბრობს, რასაც მისი თქმით, ე.წ. შემოვლითი რკინიგზის პროექტი მოიტანდა. „1."ყველაზე მწვანე ტრანსპორტს" ქალაქში გადააქვს ბაქოს ნავთობი. 2. რკინიგზის გარშემო თითქმის ყველა შენობა უიმედოდ ავარიულია. 3. სამგზავრო გადაზიდვებისთვის რჩება და მოდერნიზირდება დიდუბისა და ნავთლუღის რკინიგზის სადგურები, რომლებიც ინტეგრირებულები არიან მეტროს ქსელში. 4. თანხის 2/3 დახარჯულია და არგაგძელების შემთხვევაში წყალში იყრება. 5. თბილისი საცობებისგან განიტვირთება. 6. განვითარდება ქალაქის მარცხენა სანაპირო. სამშენებლო დაწოლა მოეხსნება მარჯვენა სანაპიროს. 7.ეს კაცი უვარგისი მაგრამ ისევ რკინიგზის დირექტორია და არა პრემიერმინისტრი“, - წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა. ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ე.წ. შემოვლითი გზის პროექტს მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაკლოვანებები ჰქონდა. „ბევრ თქვენგანს მოეხსენება ე.წ. შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესახებ. ბევრი რამ ითქვა ამ პროექტთან დაკავშირებით და მოგეხსენებათ, რომ სწორედ ჩემი რკინიგზაში მუშაობის პერიოდში მოხდა ამ პროექტის შეჩერება სრულიად ობიექტურად, ვინაიდან, ის ვერანაირ სტანდარტს ვერ პასუხობდა. უფრო მეტიც, ის იყო კონტრპროდუქტიული და მე ვიტყოდი, რეტროგრადული. თქვენ ვერ ნახავთ ევროპაში ვერც ერთ ქალაქს, სადაც არ არის განვითარებული ყველაზე მწვანე ტრანსპორტი, რკინიგზა. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ევროპულ ქალაქს, სადაც არ არის ცენტრალური რკინიგზის სადგური. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა იმას, რომ ჩვენ ყველაზე მწვანე ტრანსპორტი უნდა გადაგვეტანა ქალაქიდან და მის მაგივრად შეგვექმნა დამატებითი ავტომაგისტრალები, ჩვეულებრივი ავტომობილებისათვის. ბუნებრივია, ეს არის სრულიად მიუღებელი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაკლოვანებები ჰქონდა ამ პროექტს და ჩვენ გვქონდა საერთაშორისო დასკვნები, რომლის მიხედვითაც, ამ პროექტის დამთავრება არსებული დიზაინით იყო სრულიად მიუღებელი. შესაბამისად, ჩემი მთავარი ხედვა გახლდათ სწორედ ის, რომ ჩვენ მოგვეხდინა ის, რაც გააკეთა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ წარმატებით - მოგვეხდინა რკინიგზის და მეტროს ინტეგრირება ერთმანეთში ყველაზე ეფექტური საშუალებით. დღეს ჩვენ ვაანონსებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს და კახი ამის შესახებ ისაუბრებს დეტალურად. შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა პრემიერმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)