|
2018-10-22 14:09:32, 1793 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ენმ-ს და „რუსთავი 2“-ს, უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ომზე, თქვენ იყავით მთავარი მონაწილე იმის, რომ ტერიტორიები დავკარგეთ
„ენმ-ს, თქვენს ტელევიზიას, უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ომზე, იმიტომ, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძე „ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს. „რა განცხადებებზე საუბრობთ, ქმედებებია წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული და ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. „ნაციონალურ მოძრაობას“, თქვენს ტელევიზიას(რუსთავი 2), თქვენს ხელმძღვანელებს არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ომზე, იმიტომ, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჩვენი გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა,200-მდე სოფელი, დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და გამოდიხართ და საუბრობთ ომზე, ძალიან უხერხულია, ძალიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)